ფეხბურთი

11:15 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ბარსელონას" მწვრთნელობაზე ვოცნებობ"

"ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი ოცნება "ბარსელონას" მწვრთნელობაა. ესპანელმა სპეციალისტმა ასევე დაადასტურა, რომ კლუბის "ბლაუგრანას" საფეხბურთო დირექოტრს ერიკ აბიდალ შეხვდა, თუმცა საუბრის თემა არ გაასაჯაროვა.

"არასდროს დამიმალავს, რომ "ბარსელონას" მწვრთნელობაზე ვოცნებობ და ამას ყველა ინტერვიუში ვამბობ, თუმცა ამჯერად "ალ სადის" მწვრთნელი ვარ და ამ კლუბზე ვარ ფოკუსირებული. ერიკ აბიდალს შევხვდი, რადგან ის ჩემი მეგობარია, სულ ესაა. ამ ეტაპზე არ შემიძლია რამე ვთქვა თუ რა ხდება ბარსელონაში, რადგან კლუბს, ერნესტო ვალვერდეს და ჩემ ამჟამინდელ კლუბს პატივს ვცემ. ახლა აქ ვმუშაობ და "ალ სადის" მწვრთნელობით ბედნიერი ვარ, სხვას ვერაფერს ვიტყვი." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport-ი.

ამავდროულად, "ალ სადის" დირექტორმა ჩავის და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკება დაადასტურა. "ბარსელონადან" ერნესტო ვალვერდეს წასვლაზე საუბარი მადრიდის "ატლეტიკოსთან" სუპერთასზე განცდილი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. შესაძლოა ჩავი "ბლაუგრანას" მწვრთნელი სეზონის დასრულების შემდეგ გახდეს.

0.113498