ფეხბურთი

1:09 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "რა გვაკლია სკუდეტომდე? ბევრი არაფერი"

მადა ჭამაში მოდისო და ახლა მთელი იტალია იმაზე საუბრობს, რომ „ლაციოს“ სკუდეტოს მოგება შეუძლია. სიმონე ინძაგის გუნდმა ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა და რა გასაკვირია, რომ საჩემპიონო ამბიციაც რეალური გახდა.

ამას არ მალავას თავად ინძაგი, რომელმაც განაცხადა, რომ სკუდეტომდე მის გუნდს ცოტა აკლია.

„რა გვაკლია სკუდეტომდე? მართალი გითხრათ, ძალიან ცოტა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ, რომ ტრავმებს თავი ავარიდოთ“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ლაციო“ 42 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერებს, „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ კუდში მიჰყვება. თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.102676