ფეხბურთი

0:47 | 12.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გატუზომ ოსპინა დაიცვა: "გაშვებული გოლი ჩემი ბრალია"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-19 ტურში რომის „ლაციოსთან“ 0:1 წააგო და ერთადერთი გოლი დავიდ ოსპინას უხეშ შეცდომას მოჰყვა. 82-ე წუთზე კოლუმბიელმა მეკარემ რატომაღაც ჩირო იმმობილეს მოტყუება გადაწყვიტა, თუმცა იტალიელმა ბურთი წაართვა და ცარიელ კარში გაიტანა.

მიუხედავად ამისა, ჯენარო გატუზომ შეგირდი დაიცვა და განაცხადა, რომ გაშვებული გოლი მისი ბრალია.

„კარგად ვითამაშეთ, გაშვებულ გოლში კი ჩემი პასუხისმგებლობაა, მე ვთხოვე მეკარეს, რომ ასე ეთამაშა. გავბრაზდებოდი ოსპინას ბურთი რომ მოეშორებინა. მე ვნახე გუნდი, რომელიც მოედნის პატრონი იყო, ძალიან ცოტა შეცდომა დავუშვით გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ მეათე თამაში მოიგო“, - თქვა გატუზომ.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ 19 ტურის შემდეგ 24 ქულით მეცხრე ადგილზეა. მას შემდეგ, რაც ნეაპოლური გუნდი სერია A-ში დაბრუნდა (2007 წლიდან), ყველაზე ცუდი სეზონი აქვს.

0.119001