ფეხბურთი

22:50 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-სადის" დირექტორმა ჩავისა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები დაადასტურა

ყატარული „ალ-სადი“ ადასტურებს, რომ კატალონიის „ბარსელონა“ და ჩავი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც გუნდის სპორტულმა დირექტორმა მუჰამედ გულამ ალ ბალუშიმ განაცხადა, ესპანელ მწვრთნელს წარმატებებს უსურვებენ, გადაწყვეტილების განურჩევლად.

„ჩავისა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებებს ვადასტურებ და ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მას, სადაც არ უნდა წავიდეს“, - თქვა „ალ-სადისა“ და „ალ რაიანის“ მატჩის დაწყებამდე ტელეკომპანია AlKass-თან საუბარში ალ ბალუშიმ.

As-ი იტყობინება, რომ ჩავი მზადაა „ბარსელონას“ წინადადებას დათანხმდეს, რომელიც 2.5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. კატალონელთა მხრიდან შემდეგი ნაბიჯი ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება უნდა იყოს.

ვალვერდეს სკამი მას შემდეგ შეირყა, რაც „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ბოლო 10 წუთში პრაქტიკულად მოგებული თამაში წააგო.

0.116538