ფეხბურთი

22:18 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

0:9 სახლში, 2:1 სტუმრად: "წმინდანური" ვენდეტა 77 დღის შემდეგ (+VIDEO)

სამი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც „ლესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონი“ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ საშვილიშვილოდ შეარცხვინა და 9:0 გააცამტვერა.

თუმცა, ფეხბურთი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მითუფრო, თუ ინგლისის პრემიერლიგაზე ვსაუბრობთ. „წმინდანები“ „მელიებს“ ესტუმრნენ და შური იძიეს.

მართლია, რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა მთლად ასეთი არასაფეხბურთო ანგარიშით ვერ იმარჯვა, მაგრამ King Power Stadium-ზე გამარჯვება მაინც იზეიმა. არადა, „ლესტერისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო და დენის პრატმა მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ „საუთჰემპტონმა“ სტიუარტ არმსტრონგისა და დენი ინგსის გოლებით რევანშის აღება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130705