ფეხბურთი

21:28 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: "როდესაც კარგად ვარ, გოლებსაც ვიტან"

2012 წლის 6 მაისს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ინტერს“ გაუტანა. მას შემდეგ თითქმის 8 წელი გავიდა და შვედმა „მილანის“ რიგებში თავი ისევ გამოიჩინა. „კალიარისთან“ შეხვედრაში ზლატანმა იტალიაში დაბრუნების შემდეგ პირველად გაიტანა და თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

„თავს კარგად ვგრძნობ და როდესაც კარგად ხართ, გოლებსაც იტანთ. თამაშის დასაწყისში რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ თამაში მჭირდებოდა ფორმაში შესასვლელად. 90 წუთი? ვიცი, რომ პიოლის სიფრთხილე სურს, რადგან ჩემს ასაკზე ფიქრობს, მაგრამ პრობლემა არაა, რადგან ფეხბურთი ყოველთვის იგივეა.

გოლის გატანა „სან სიროზე“ მინდა, აქ არა, რადგან მინდა ქომაგები წინ ღმერთის ჟესტი გავაკეთო. თავდამსხმელისთვის მნიშვნელოვანია კარის წინ ყოფნა, ზოგჯერ გაიტანს, ზოგჯერ ვერ, მაგრამ ფუნდამენტურია კარგად კარგად ყოფნა.

ეს მხოლოდ მეორე თამაში იყო და 3 ქულა მოვიპოვეთ, იმედია ასე გავაგრძელებთ. საჭიროა მუშაობა, განცდა, მაგრამ როდესაც მუშაობ, ყველაფერი გიბრუნდება. კონტრაქტის გაგრძელება? არა, ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად ჩემპიონატის მოგებაა საჭირო და ეს რთულია“, - განაცხადა ზლატანმა.

აქვე გეტყვით, რომ ზლატანმა მეოთხე ათწლეულში მოახერხა გოლის გატანა. გარდა ამისა, „მილანის“ ისტორიაში რიგით მეხუთე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა ალექსანდრო კოსტაკურტას, პაოლო მალდინის, ფილიპო ინძაგისა და ნილს ლიდჰოლმის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა (38 წლისა და 100 დღის ასაკში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116531