„დინამო თბილისმა“ თორნიკე კაპანაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი წერს, ქართველ ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
27 წლის ფეხბურთელი ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი იყო. მთლიანობაში თორნიკემ ქუთათურთა მაისურით ჩატარებულ 181 მატჩში 68 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 2017 წელს, საჩემპიონო მატჩში "ტორპედომ" "დინამო" სწორედ "ელვას" გოლით დაამარცხა.
სხვადასხვა დროს კაპანაძეს „სამგურალის“, „ზესტაფონისა“ და „სამტრედიას“ ღირსება დაუცავს.