ფეხბურთი

17:43 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი ოპერაციას გაიკეთებს

კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესი გამოაკლდა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, კვირას ურუგვაელ ფორვარდს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება.

სამხრეთ ამერიკელის ქირურგიულ ჩარევას პროფესორი რმაონ კუგატი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ცნობით, სუარესს დაახლოებით 6 კვირის გამოტოვება მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სუარესმა 23 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

0.128173