ფეხბურთი

17:10 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთის თასზე გაიტანა (+VIDEO)

გორგი პაპუნაშვილის „სარაგოსას“ შესაძლოა დატოვების შესახებ ბოლო ხანს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, ჩვენებური ჯერჯერობით არაგონულ გუნდშია და ეს-ესაა გოლიც გაიტანა.

ესპანეთის თასის 1/32 ფინალში „სარაგოსა“ ტარაგონაში, „ხმინასტიკს“ ესტუმრა და 3:1 აჯობა. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1 მისი გუნდის სასარგებლოდ.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა და ისევ სათასო დაპირისპირებაში. წინა ეტაპზე „სოკუელამოსთან“ გამარჯვების გოლი მიითვალა. ვიქტორ ფერნანდესის გუნდი კოპა დელ რეიზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და „ხიმნასტიკის“ ძლების შემდეგ 1/16 ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122941