ფეხბურთი

15:59 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ჩავის გარდა სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ

ესპანეთის სუპერთასზე მარცხმა კატალონიის „ბარსელონაში“ სიტუაციის გამწვავება კიდევ ერთხელ გამოიწვია. ერნესტო ვალვერდეს ხოსეპ ბართომეუ ყოველთვსი მხარს უჭერდა, მაგრამ ახლა მისი პოსტი მეტისმეტად შერყეულია.

ცნობილია, რომ ერიკ აბიდალი და ოსკარ გრაუ ყატარში ჩავისთან ჩავიდნენ და 2.5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, ლეგენდარული ფეხბურთელის გარდა კატალონიაში სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.

Marca-ს ინფორმაციით, ერიკ ტენ ჰაგი და რონალდ კუმანი „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში არია. ამასთან, ტიერი ანრისა და კიკე სეტიენის გვარებმაც გაიჟღერა.

თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობებია. ერნესტო ვალვერდე კი, ოფიციალურად ჯერაც „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

0.102757