უბერებელი იაპონელი თავდამსხმელი კაზუიოში მიურა საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც „იოკოჰამას“ ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლი ბოლომდე გაახანგრძლივა.
მიურა პროფესიონალურ კარიერაში 35-ე სეზონს დაიწყებს. საინტერესოა, რომ ლეგენდარული იაპონელი ამჟამად 52 წლისაა!
გასულ წელს მიურამ მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. თავის დროზე კი, „სანტოსის“, „პალმეირასის“, „კურიტიბას“, „ჯენოას“, „დინამო ზაგრების“ რიგებში უთამაშია, ხოლო იაპონიის ნაკრებში 1989-2000 წლებში 89 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა.