ფეხბურთი

14:51 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენმა "ინტერს" პირობები წამოუყენა

მილანის „ინტერი“ კრისტიან ერიკსენის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. დანიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ კლუბს დატოვებს.

„ნერაძური“ მზადაა როგორც ივნისში უფასოდ დასამატებლად, ასევე მიმდინარე თვეში. ოღონდ, ამ შემთხვევაში „ნერაძურის“ თანხის გაღება მოუწევს, „ტოტენჰემი“ კი 20 მილიონ ევროს ითხოვს.

პირადი მოთხოვნები წამოაყენა სკანდინავიელმაც. მისი აგენტი მილანში იმყოფება და Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ერიკსენი წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ პარალელურად არტურო ვიდალის დამატებასაც ცდილობს და გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა არ მალავს, რომ ჩილელი მათი სამიზნეა. ასეთ შემთხვევაში კი, მილანურ გრანდს ერიკსენსა და ვიდალს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

0.117374