ისტორია

9:54 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

11 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1915 – დაიბადა გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”. საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩააატარა 136 მატჩი და გაიტანა 59 გოლი, თასის 15 თამაშში 6 გოლი, ხოლო 6 საერთაშორისო ასპარეზობაში 8 ბურთი. გაიოზ ჯეჯელავა შედიოდა თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. საკავშირო პირველობების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1946, 1947) პრიზიორი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი. იყო მოსკოვის გუნდის ვვს-ის (1949-1952) და თბილისის ”დინამოს” (1956-57) უფროსი მწვრთნელი. 1938 წელს “55 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. 1946 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1973 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. გაიოზ ჯეჯელავა გარდაიცვალა 2005 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1893 – ჰოლანდიელმა მოციგურავე იაპ ედენმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:35).

1946 – ბერტ ბელი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) რიგით მეორე კომისარი გახდა.

1947 – ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (ABA) თამაშისას ზონური დაცვის პრინციპის გამოყენება აკრძალეს.

1953 – აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს დირექტორმა ედგარ ჰუვერმა მოკრივეთა საერთაშორისო კლუბის პრეზიდენტობაზე უარი განაცხადა.

1960 – ლამარ კლარკმა ზედიზედ 44-ე ორთაბრძოლა მოიგო ნოკაუტით, რითაც პროფესიონალური რინგის რეკორდი დაამყარა.

1968 – მარტინ ჩივერსი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ”საუთჰემპტონიდან” მისი გამოსყიდვა ლონდონის ”ტოტენჰემ ჰოთსპურზს” 125 ათასი გირვანქა დაუჯდა.

1976 – დოროთი ჰემილი ქალთა შორის ზედიზედ მესამედ გახდა აშშ-ის ჩემპიონი ციგურებით ფიგურულ სრიალში.

1977 – საფრანგეთმა ციხიდან გაუშვა პალესტინელი აბუ დაუდი, რომელსაც მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ტერორისტული აქტის ჩატარება და ებრაელი სპორტსმენების მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1984 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩატარდა. ”დენვერ ნაგითსმა” ”სან ანტონიო სპერზი” 163:155 დაამარცხა.

1987 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩში დასწრების რეკორდი დამყარდა. იმ დღეს ნიუ იორკის ”ჯაიანთსის” სტადიონზე 76 333 მაყურებელმა მოიყარა თავი. ნიუ იორკელებმა ”ვაშინგტონს” 17:0 მოუგო.

1988 – საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის სპორტსმენები სეულის ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებდნენ.

1990 – ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშე პეტ ლაფონტენმა ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში მოახერხა შაიბის გატანა.

1991 – სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე სტეროიდების მიღებისათვის დისკვალიფიკაციამისჯილმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა პირველად იასპარეზა სასჯელის მოხდის შემდეგ. 100 მეტრზე რბენაში იგი მეორე ადგილზე გავიდა.

1992 – ქალთა შორის ციგურებით ფიგურულ სრიალში აშშ-ის ჩემპიონის ტიტული კრისტი იამაგუჩიმ მოიპოვა.

1994 – ”ბრისტოლ სიტისა” და ”ნოთს ქაუნთის” მატჩის მსვლელობისას შეხვედრის არბიტრს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა.

1997 – ავსტრალიური სიდნეის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მარტინა ჰინგისმა ჯენიფერ კაპრიატი დაამარცხა.

2005 – უეფამ ევროპის 2012 წლის პირველობის მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. ამავე დღეს ფიფამ აზიურ ქვეყნებში ცუნამით დაზარალებულთა დახმარების სპეციალური ფონდი შექმნა.

2006 – “ლივერპული” ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2005 წლის საუკეთესო გუნდად დაასახელა.

2007 – დევიდ ბექჰემმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში მადრიდის “რეალს” დატოვებდა და “ლოს ანჯელეს გელექსიში” გადავიდოდა.

2008 – მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად იურგენ კლინსმანი დაინიშნებოდა.

2009 – თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა დავით ოდიკაძემ უნგრეთის “დიორ ეტოსთან” გააფორმა კონტრაქტი.

2010 – “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი თბილისის “დინამოში” გადავიდა.

2010 – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისში ირანის ნაკრები 25:23 დაამარცხა.

2013 - გიორგი შერმადინის ხელმეორე დებიუტი ევროლიგაში. პირველად მოხდა, რომ ევროლიგის ერთი სეზონის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 2 კლუბის მაისურა მოირგო. შერმადინმა სეზონი ისრაელის „მაკაბიში“ დაიწყო. „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში “ბარსელონასთან” 7,29 წუთი ითამაშა, 6 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. ბერძნებმა კატალონელებთან 68:76 წააგეს.

2014 - ლონდონის “ჩელსის” მეკარემ, პეტერ ჩეხმა, “არისტოკრატების” კარი მშრალად 209-ე მატჩში შეინახა და ამ მაჩვენებლით ის კლუბის რეკორდსმენი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლონდონელებმა “ჰალ სიტი” 2:0 დაამარცხეს. “ჩელსის” რეკორდსმენი პეტერ ბონეტი იყო, რომელიც ლონდონურ კლუბში 1960-1979 წლებში თამაშობდა. ინგლისელს, 200-ზე მეტი მშრალი თამაშის ჩასატარებლად 19 წელი და 731 თამაში დასჭირდა, ხოლო ჩეხმა ამას 10 წელიწადში და 451 მატჩში მიაღწია.

ამ დღეს დაიბადნენ

1915 – გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”. საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩააატარა 136 მატჩი და გაიტანა 59 გოლი, თასის 15 თამაშში 6 გოლი, ხოლო 6 საერთაშორისო ასპარეზობაში 8 ბურთი. გაიოზ ჯეჯელავა შედიოდა თბილისის, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში. საკავშირო პირველობების ორგზის მეორე (1939, 1940) და ორგზის მესამე (1946, 1947) პრიზიორი. საკავშირო თასის ორგზის ფინალისტი. იყო მოსკოვის გუნდის ვვს-ის (1949-1952) და თბილისის ”დინამოს” (1956-57) უფროსი მწვრთნელი. 1938 წელს “55 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს პირველ ნომრად. 1946 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1973 წელს საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. გაიოზ ჯეჯელავა გარდაიცვალა 2005 წელს.

1939 – ენ ჰეგვეიტი. კანადელი მოთხილამურე. სლალომში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1941 – გერსონი (ნუნიეს დე ოლივეირა გერსონი). ბრაზილიის ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰავბეკი. გამოირჩეოდა ფილიგრანული ტექნიკითა და უზუსტესი პასებით. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. გოლის გატანა მოახერხა იტალიასთან ფინალურ მატჩში (ბრაზილია 2:1 დააწინაურა). მსოფლიოს 1966 წლის პირველობის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ფლამენგოში”, “ბოტაფოგოში”, “სან პაულუში” და “ფლუმინენსეში”. რიო-სან პაოლოს ჩემპიონი (1961, 1964, 1966). რიოს შტატის ჩემპიონი (1963, 1967, 1968, 1973). სან პაოლოს შტატის ჩემპიონი (1970, 1971). 1968 წელს მოიპოვა ბრაზილიის თასი.

1943 – ალფიო ბასილე. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას იყო არგენტინის ჩემპიონი (“ურაკანის” შემადგენლობაში). წვრთნიდა არგენტინის ნაკრებს (1991-94, 2006-08) და რამდენიმე არგენტინულ კლუბს (მათ შორის “ბოკა ხუნიორსს”).

1946 – ლიუდმილა პორადნიკი. საბჭოთა ხელბურთელი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1948 – მედელინ მენინგ-ჯექსონ-მიმზი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1950 – ვინფრიდ შეფერი. გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა კამერუნის ნაკრებს. მუშაობდა საუდის არაბეთის ”ალ აჰლის” დამრიგებელად.

1957 – ბრაიან რობსონი. ინგლისის ნაკრების, ”ვესტ ბრომვიჩ ალბიონისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი. ”ოლდ ტრაფორდზე” გადავიდა 1981 წელს და მანჩესტერში 1994 წლამდე დარჩა. რობსონის ტრანსფერმა მილიონ 750 ათასი გირვანქა შეადგინა, რაც იმხანად დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო ბაზრის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. ”იუნაიტედის” რიგებში ჩაატარა 400 მატჩი, გაიტანა 97 გოლი. 1994 წელს ”მიდლსბროს” მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. ბრაიან რობსონს ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 90 მატჩი და გატანილი 26 გოლი.

1963 – პეტრა შნაიდერი. გერმანელი მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1963 – ტრეისი კოლკინსი. ამერიკელი მოცურავე. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.

1973 - ირაკლი ჯაფარიძე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, თბილისის ”დინამოს”, რუსთავის ”აზოტის”, სტუ-ს ყოფილი ფორვარდი (200 სმ). მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში.

1974 – უორენ მორისი. ამერიკელი ბეისბოლისტი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1980 – დემიან უილკინსი. ”სიეტლ სუპერსონიკსის” ფორვარდი (198 სმ).

1982 – ტონი ალენი. ”ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელი-მსროლელი (192 სმ). 2008 წელს გახდა ნბა-ს ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2005 – პარიზი-დაკარის საავტომობილო რბოლის მსვლელობისას მეორე პილოტი დაიღუპა. მეთერთმეტე ეტაპის მსვლელობისას სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა იტალიელმა ფაბრიციო მეონიმ.

0.122476