ფეხბურთი

12:59 | 11.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კუტალია "ირტიშის" ფეხბურთელია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლეადორი ლევან კუტალია „ირტიშის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

ამჯერად ცნობა ყაზახური გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. ამრიგად, 30 წლის ფორვარდი ისევ ლეგიონერი გახდა, რადგან ქამდე 2010-2012 წლებში ბოსნიურ გუნდებში ჰქონდა ნათამაშები.

„ირტიშს“ რაც შეეხება, ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

0.117439