“გურიამ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლა, მოედანი ვახსენეთ და აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია გურულების მოედნის საფარი, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს ხელს უშლიდა თამაშის დროს. მასპინძლებს სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადი ბირთვის ორი ფეხბურთელი აკლდათ, საბა ლომია სიცხის გამო ვერ დაეხმარა აღნიშნულ შეხვედრაში თანაგუნდელებს, კოშკაძემ კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.
შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდი საკმაოდ ფრთხილობდა, თუმცა “გურიას” უპირატესობა მალე გამოიკვეთა და რომ არა “სპარტაკელთა” კარის დარაჯის ჩინებული თამაში, პირველ ტაიმშივე დაწინაურდებოდნენ გურულები.
მე-7 წუთზე პირველი რეალური მომენტი “გურიამ” შექმნა, გიგა ჟვანიამ კუთხურიდან კარგად ჩაახვია ბურთი მეტოქე გუნდის საჯარიმოში, თანაგუნდელს მიქაბერიძე გამოეხმაურა, თუმცა მცირედ არაზუსტად. ამ შეტევას “სპარტაკმა” თექთურმანიძის კონტრიერიშით უპასუხა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუხბაიაც უშეცდომო იყო.
23-ე წუთზე “სპარტაკის” ფეხბურთელმა ლევან ჭაფოძემ სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო, როგორც შემდეგ გაირკვა საკმაოდ სერიოზული, რის გამოც კაჭარავას იძულებითი ცვლილება მოუწია და ჭაფოძის ნაცვლად ცერცვაძე შემოვიდა მოედანზე.
მატჩი, როგორც ავღნიშნეთ, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ “სპარტაკსაც” ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი 24-ე წუთზე გივი იოსელიანის შორეული უძლიერესი დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა “გურიას” კარს.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსი ალბათ ჯიშკარიანს ჰქონდა, როცა “სპარტაკის” მცველების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი შეექმნა ანგარიშის გასახსნელად, თუმცა ბრწყინვალედ ითამაშა სტუმართა მეკარემ და ნახტომში შესძლო ბურთის მოგერიება.
პირველი ტაიმის მიწურულს “გურიას” მხრიდან შალამბერიძემ გოლის გატანა კი შესძლო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, უნდა ითქვას, რომ მატჩის არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. Oორიოდე წუთში გურულებს შეეძლოთ წესების დაცვითაც გაეტანათ გოლი, მაგრამ ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ნადირაძე, ამჯერად მან კვერენჩხილაძეს არ გაატანინა.
მეორე ტაიმში ტემპმაც მოიმატა და სახიფათო ეპიზოდებიც უფრო მეტი შეიქმნა, 58-ე წუთზე მასპინძელთა 19-მა ნომერმა გიორგი მიქაბრიძემ მეტოქე გუნდის საჯარიმო ხაზთან მიიღო თანაგუნდელისგან ბურთი, გაისწორა და უძლიერესად გაისროლა, მცირე მანძილით აცდა ბურთი მიზანს.
61-ე წუთზე კი გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ვერც ამჯერად გამოიყენეს შანსი მასპინძლებმა, ყველაფერი კი ჯიშკარიანის ჩაწოდებას მოჰყვა, ნადირაძე თითქოსდა კარგად დაეუფლა ბურთს, თუმცა საბოლოოდ ხელიდან გაუვარდა, რასაც ასევე მცველების დაბნეული თამაში მოჰყვა, თუმცა მაინც განიმუხტა სიტუაცია და შესძლეს საჯარიმოდან ბურთის გამოტანა სტუმრებმა.
73-ე წუთზე შალამბერიძემ მოჭრილი დარტყმა განახორციელა ნადირაძის კარის მიმართულებით, მეკარემ რეაქცია ვერ მოასწრო და თითქოს ანგარიშიც უნდა გახსნილიყო, მაგრამ ამჯერად კარის ძელმა იხსნა “სპარტაკი”.
74-ე წუთზე თექთურმანიძემ შორეული ძლიერი დარტყმით უპასუხა მეტოქეს, რაც ზუხბაიამ ნახტომში მოიგერია.
77-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა, ამჯერად მასპინძელი გუნდის დაცვის ხაზი ჩავარდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკა კაჭარავამ კი ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1.
გაშვებული გოლის შემდეგ, დარჩენილ 13 წუთში გურულებმა გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს და ამან შედეგიც გამოიღო, შეცვლაზე შემოსულმა ლევან ინგოროყვამ სწრაფი იერიში განახორციელა, საჯარიმოში შესული კი “სპარტაკის” მცველმა თამაშის წესის დარღვევით წააქცია. სილაგავას მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი უზადოდ შეასრულა კობა შალამბერიძემ და ანგარიშიც გაათანაბრა 1:1.
საბოლოოდ, ასეც დასრულდა შეხვედრა და თამაშიდან გამომდინარე სამართლიანადაც, რადგან თუ გამარჯვებას არა, ქულას მაინც იმსახურებდა “გურია”, მთელი მატჩის განმავლობაში შექმნილი გამოუყენებელი ეპიზოდებით და ტერიტორიული უპირატესობის ფლობით თუ ვიმსჯელებთ.
თემურ ლორია: “პირველ ყოვლისა ბიჭებს მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ბოლოს ისე განვითარდა მოვლენები, შეიძლება ითქვას, გადავრჩით. ალბათ, უიღბლობაც იყო იმდენი მომენტი რომ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ დღევანდელ შედეგს, ჩვენს მოწინააღმდეგეს კი წარმატებებს ვუსურვებ”.
კახი კაჭარავა: ”თამაშს რაც შეეხება, რისი გაკეთების საშუალებაც მოგვცა მოედნის საფარმა ის ვითამაშეთ, თავადაც ნახეთ რა მძიმე მდგომარეობაშია მინდორი. აქიდან გამომდინარე, დღეს უფრო მეტს ვინც იბრძოლებდა ის გუნდი მოიგებდა, თანაბრად ვიბრძოლეთ და შედეგიც რეალურია. მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს იმისათვის, რომ ბოლომდე დადეს ყველაფერი.”
“გურია” (ლანჩხუთი) – “სპარტაკი” (ცხინვალი) 1:1 (0:0)
ლანჩხუთი. \"ე. შევარდნაძე” 4 ოქტომბერი. 15:00
“გურია”: ზუხბაია, ჭეიშვილი, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა (კილაძე 50), გაბრიჩიძე, შალამბერიძე, ჯიშკარიანი (ინგოროყვა 83), მიქაბერიძე, კვერენჩხილაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია
“სპარტაკი”: ნადირაძე, შინდაგორიძე (მუმლაძე 66), გიგაური, მახარობლიძე, ივანიშვილი, ჭაფოძე (ცერცვაძე 23), თექთურმანიძე (ლექვთაძე 90+2), მაისაშვილი, იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლები: 0:1 ნიკა კაჭარავა (77), 1:1 კობა შალამბერიძე (88 პენ)
გაფრთხილება: ჯოჯუა (36), მახარობლიძე (48)
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
სიონი(ბოლნისი) –დილა(გორი) 1:4 (1:2)
გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (17), 1:1 გიორგი ფოფხაძე (26), 1:2 ირაკლი მოდებაძე (45), 1:3 ბაჩანა არაბული (58), 1:4 რომან ახალკაცი (90)
გაძევება:ლადო ბურდული (84, “სიონის” მთავარი მწვრთნელი)
ზესტაფონი - კოლხეთი (ფოთი) - 1:1 (0:1)
გოლები:1:0 დვალი (25), 1:1 დათა სიჭინავა (56)
5ოქტომბერი
ჩიხურა(საჩხერე) –ვიტჯორჯია(თბილისი)
ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00
დისკვალიფიცირებულები:ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)
მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ა. ნონიკაშვილი
ზუგდიდი–ტორპედო(ქუთაისი)
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00
დისკვალიფიცირებული:ლაშა კუკავა (ზუგდიდი)
მსაჯები:დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)
სამტრედია–დინამო(ბათუმი)
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
შუქურა(ქობულეთი) –მეტალურგი(რუსთავი)
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00
დისკვალიფიცირებული:კახაბერ კაკაშვილი (მეტალურგი)
მსაჯები:ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, ი. კაკაბაძე, შ. ქუხილავა (სათადარიგო)
დინამო(თბილისი) –მერანი(მარტვილი)
თბილისი. “დინამო არენა.” 18:00
მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)
პირდაპირი ტელერეპორტაჟი პირველი არხით
1. | დინამო თბილისი | 7 | 5 | 1 | 1 | 14:6 | 16 | |
2. | დილა | 8 | 4 | 2 | 2 | 12:4 | 14 | |
3. | სპარტაკი | 8 | 4 | 2 | 2 | 7:7 | 14 | |
4. | სამტრედია | 7 | 4 | 1 | 2 | 8:6 | 13 | |
5. | ტორპედო | 7 | 3 | 3 | 1 | 8:5 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 7 | 3 | 1 | 3 | 9:6 | 10 | |
7. | დინამო ბათუმი | 7 | 3 | 1 | 3 | 8:8 | 10 | |
8. | ჩიხურა | 7 | 3 | 1 | 3 | 7:8 | 10 | |
9. | გურია | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
10. | ზესტაფონი | 8 | 2 | 3 | 3 | 16:11 | 9 | |
11. | მეტალურგი | 7 | 2 | 3 | 2 | 9:8 | 9 | |
12. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 9:13 | 8 | |
13. | კოლხეთი | 8 | 2 | 2 | 4 | 7:11 | 8 | |
14. | მერანი | 7 | 2 | 1 | 4 | 6:8 | 7 | |
15. | შუქურა | 7 | 1 | 4 | 2 | 5:11 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 7 | 0 | 3 | 4 | 4:11 | 3 |
მეგოლეები:
5 -ირაკლი მოდებაძე (დილა)
4-შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია)
2 - ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, გიორგი ჩირგაძე (დინამო), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), საბა ლომია, გიგა ჟვანია, კობა შალამბერიძე (გურია), გიგა ამბროლაძე, დათა სიჭინავა (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე, ჯაბა ჯიღაური (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, გიორგი ფანცულაია (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია, ჯაბა უგულავა (სიონი), გიორგი ივანიშვილი (სპარტაკი),დათა ციცხვაია (მერანი), ვარლამ კილასონია (მეტალურგი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ედემი ელერჯია