ფეხბურთი

1:56 | 11.01.2020 | ნანახია 2309 - ჯერ

Breaking: ჩავისა და "ბარსელონას" წარმომადგენლების შეხვედრის დეტალები ცნობილია

კატალონიის „ბარსელონაში“ ჩავი ერნანდესის დაბრუნება სულ უფრო რეალური გახდა. როგორც ცნობილია, სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარში მასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ისინი ჩავის შეხვდნენ, რომელიც ამჟამად „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს. გავლენიანი გამოცემა As-ი აღნიშნული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს და წერს, რომ ჩავის „ბარსელონა“ 2.5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. „ბარსას“ წარმომადგენლებისა და ლეგენდარული ფეხბურთელის შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. რაც შეეხება ჩავის პასუხს, ამ ეტაპზე უცნობია.

თავის მხრივ, საქმეში ყატარული გუნდიც ჩაერთო, რომელმაც განცხადება გაავრცელა. "ალ-სადი" წერს, რომ "ბარსელონამ" პირველ რიგში კლუბთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონადან" ერნესტო ვალვერდეს შესაძლო გათავისუფლებაზე ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" (2:3) მარცხი განიცადა.

რაც შეეხება ჩავის, 39 წლის ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე თვის წინ „ალ-სადიში“ დაიწყო, სადაც საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:24 | 11.01.2020
barca 4 - ever (2051)

ოღონდ შენ ჩაიბარე ბარსა და ყველაფერი გადამავიწყდება,იმ იმედით,რომ მომავალს დავინახავ ნათელ ფერებში!
იტოგში, ლიგას რომ მოვიგებთ,ასე უნდა დასათაურდეს სიახლე - " იყო მეხუთესა თვესა ბარსა,ვალვერდეს გაგდებიდან და ა.შ" :დდდდდდდდდდდდდდდდ
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისია ფეხბურთში ამის მოსვლა!

13:57 | 11.01.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

არ ღირს. ამის საფეხბურთო კარიერაც ისე დაიწყო, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ფხას ვერ იჩენდა, ერთი ჩვეულებრივი ნახევარმცველი იყო. მერე და მერე გაიქაჩა...
ჰოდა თუ მწვრთნელობაშიც ეგრე ქნა, ვინ აცლის ?

10:34 | 11.01.2020
ბარსა La Albiceleste (5560)

გუშინ უარყო ბირდმა ეს ინფო ვალიკო ხელშეუხებელიაო .. მდაჰ, სეზონის შუაში ამის მოყვანა უფრო სარისკოა თუ იმის სეზონის ბოლომდე დატოვება ? რა უნდა გაფუჭდეს ისეთი რასაც უკვე ბოლო არ აქვს მოღებული ......

08:04 | 11.01.2020
salazar (1835)

გვიშველე ერნანდეს!
წაიყვანე ასისტენტად ინიესტა : )

0.131424