ფეხბურთი

21:57 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდომ" რემი უდენი დაიმატა

"რეიმსის" აწ უკვე ყოფილი შემტევი რემი უდენი კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული ჟირონდელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა. ფრანგის სანაცვლოდ "რეიმსმა" 8 მილიონი ევრო მიიღო.

უდენი "რეიმსის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. "რეიმსის" მაისურით რემიმ 111 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122156