ჩოგბურთი

19:34 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ATP Cup: ესპანეთი ნახევარფინალშია

ესპანეთის ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები ATP Cup-ის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ესპანელებმა მეოთხედფინალში ბელგია 2:1 დაამარცხეს.

პირველი შეხვედრა რობერტო ბაუტისტა-აგუტმა კიმერ კოპეიანსი 6:1, 6:4 დაამარცხა, ხოლო მეორე დაპირისპირებაში დავიდ გოფინმა რაფაელ ნადალს 6:4, 7:6 მოუგო. წყვილთა შორის გამართულ გადამწყვეტ მატჩში ბაუტისტა-აგუტმა და ნადალმა სანდერ ჟილი და იორან ვლიეგენი 6:7, 7:5, 10:7 დაამარცხეს.

ნახევარფინალში ესპანეთი ავსტრალიას შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრა რუსეთსა და სერბეთს შორის შედგება. ნახევარფინალური მატჩები ხვალ, 11 იანვარს გაიმართება.

0.120719