ფეხბურთი

18:09 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩავის სთავაზობს

კატალონიის „ბარსელონამ“ ერნესტო ვალვერდეს ჩანაცვლება ჩავი ერნანდესით გადაწყვიტა. Radio Rac1-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ წარმომადგენლები უკვე ყატარში არიან, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელთან მოლაპრაკებები დაიწყონ.

ჩავი ამჟამად „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს და მასთან შესახვედრად სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარში გაემგზავრნენ. სწორედ ისინი ეცდებაინ ჩავის დარწმუნებას, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტისთვის, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შესაძლოა „ბარსელონაში“ ამ ეტაპზე მუშაობა დიდ რისკთან ასოცირდებოდეს.

წყარო იტყობინება, რომ ესპანეთის სუპერთასზე მარცხის შემდეგ ხოსეპ ბართომეს ვალვერდეს დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ახალი მწვრთნელით თამაში სურთ.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გუშინ „ბარსელონამ“ ვალვერდეს სრული ნდობა გამოუცხადა და ამავე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვალვერდეს დათხოვნის შესახებ უარყო.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონაში“ 1998-2015 წლებში თამაშობდა, კარიერა კი „ალ-სადში“ დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობაც ამავე გუნდში დაიწყო.

0.115144