ფეხბურთი

17:14 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი მერებაშვილმა პლოცკის „ვისლასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე ქართველი შემტევი პოლონურ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გიორგის „ვისლასთან“ ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მხარეებმა ერთი წლით თანამშრომლობა გააგრძელეს.

„ისევ, ისევ და ისევ. ხელშეკრულება „ვისლასთან“, - დაწერა სოციალურ ქსელში ქართველმა შემტევმა.

მერებაშვილმა „ვისლას“ მაისურით 2016 წლიდან დღემდე 110 თამაში ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი შეასრულა. ნიშანდობლივია, რომ გიორგი პლოცკელთა ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.

0.125259