ფეხბურთი

16:08 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ტურინელები დიბალას გაყიდვას გასულ ზაფხულს ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელის იტალიაში დარჩენის დიდმა სურვილმა ტრანსფერი ჩაშალა. ახლა კი, ექვსი თვის შემდეგ დიბალამ თამაშით კლუბის ხელმძღვანელობა ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაარწმუნა.

პაულო „იუვესთან“ ხელშკერულებას 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს. მოქმედი კონტრაქტით ის 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს 2022 წლამდე.

მიმდინარე სეზონში დიბალა „იუვენტუსის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, არგენტინელმა 23 მატჩში 9 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

0.120702