ჩოგბურთი

15:06 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა გოფინთან წააგო

ATP Cup-ზე რაფაელ ნადალი დავიდ გოფინთან მოულოდნელად 4:6, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 4:4-ზე გოფინმა ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ბელგიელი 2:0 დაწინაურდა, ნადალმა მოახერხა სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა, სადაც უკეთესი გოფინი აღმოჩნდა და 7:3 მოიგო.

ნადალს ამ მატჩამდე ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული.

ბელგია ესპანეთს შორის ანგარიში 1:1-ია და ყველაფერს წყვილთა თანრიგის მატჩი გადაწყვეტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111297