ესპანეთსი სუპერთასზე "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" 2:3 წააგო, რის შემდეგაც "ბარსას" მთავარი მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს მიმართ დიდი კრიტიკა გაისმა. ამის საპასუხოდ ლუის სუარესმა ვალვერდე დაიცვა.
"ვალვერდე დამნაშავე არ არის. მარცხის მთავარი მიზეზი ჩვენ ვართ, ჩვენ ვერ გავაკეთეთ ის რაც საჭირო იყო. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ კონტრშეტევებზე დავისაჯეთ. VAR-ს რაც შეეხება თამაშგარის ხაზი შეიძლება შეეშალოთ რადგან ამას ადამიანი ავლებს, მაგრამ კარის ხაზს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში VAR-ს ვენდობი" - განაცხადა სუარესმა.