გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„ოკლაჰომამ“ შინ „ჰიუსტონი“ 113:92 დაამარცხა. „ოკლაჰომა“ მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და „ჰიუსტონი“ მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყო. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა „ოკლაჰომას“ თავის ყოფილმა კალათბურთელმა რასელ უესტბრუკმა ჩაუგდო. გალინარი 23 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა.
„დეტროიტი“ შინ „კლივლენდს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა, ბოლო წამზე როუზმა ორქულიანი ისროლა, თუმცა ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია. ოვერტაიმში „კავალიერსმა“ უკეთ ითამაშა და 115:112 მოიგო. ბოლო წამზე როუზმა სამქულიანი ესროლა, მაგრამ კვლავ არაზუსტი აღმოჩნდა. ტომპსონმა 35 ქულა ჩააგდო. დრამონდმა 28 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა. როუზს 27 ქულა ჰქონდა.
„დეტროიტი“ – „კლივლენდი“ 112:115 (32:26, 29:24, 22:31, 19:21 ო.ტ. 10:13)
https://www.youtube.com/watch?v=K4v_iMX-vRg
„ფილადელფია“ – „ბოსტონი“ 109:98 (26:35, 22:20, 29:25, 32:18)
https://www.youtube.com/watch?v=qRZegLpQWO8
„მინესოტა“ – „პორტლენდი“ 116:102 (28:34, 31:13, 41:27, 16:28)
https://www.youtube.com/watch?v=ZYknQH6WtCo
„ოკლაჰომა“ – „ჰიუსტონი“ 113:92 (37:21, 23:27, 29:19, 24:25)
https://www.youtube.com/watch?v=GWBp0WI464A