თამაშგარე

10:57 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნორა სეგურმა თავისუფლება ჰპოვა

ვეტერანი ამერიკელი გოლკიპერი ტიმ ჰოვარდი უწინდელ დროს, როდესაც აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების კარში იდგა, იმდენად პოპულარული სპორტსმენი იყო, რომ მის ჩრდილქვეშ ტიმის ეპატაჟური მეუღლეც კი აღარავის ახსოვდა, რაც ამბიციური ქალისთვის რა გასაკვირია, რომ გულდაწყვეტის მიზეზი იყო.

ახლა, როდესაც ტიმ ჰოვარდი როგორც სპორტსმენი ვეტარანობის სიამით ტკბება, სამოღვაწეო ასპარეზი მისმა ცოლმა, მოდელმა ნორა სეგურმა აიღო, რომელიც დღე არ გავა, რომ სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოებით არ წარსდგეს საზოგადოების წინაშე და მტერ-მოყვარეს ახალი სალაყბო რომ არ გაუჩინოს.

ნორა სეგური არ მალავს, რომ მას ყოველთვის სურდა ამგვარი სახის პოპულარობა, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ადრე ქმრის ჩრდილში იყო. ახლა კი როდესაც ხელის შემშლელი აღარავინ ყავს, ნიფხავ-პერანგისამარა ტანტალი ცხოვრების კრედოდ გაუხდია და ასეთ ამბებზე გაფაციცებულ ბულავრულ პრესასაც ხომ მეტი არ უნდა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115651