ჩოგბურთი

11:45 | 10.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი ნახევარფინალშია

ATP Cup-ზე სერბეთის ნაკრებმა კანადა 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დენის შაპოვალოვი 4:6, 6:1, 7:6 დაამარცხა. პირველ სეტში ნოვაკი 4:4-ზე თავის ჩაწოდება დაკარგა და სეტის შემობრუნება ვეღარ მოახერხა. მეორე პარტიაში სერბმა მეტოქე მარტივად დაჩაგრა. ხოლო გადამწყვეტი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ჯოკოვიჩმა 7:4 მოიგო.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა დუშან ლაიოვიჩსა და ოჟე-ალიასიმეს მატჩში სერბმა მარტივად 6:4, 6:2 იმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში ავსტრალია თავის მეტოქეს ელოდება, რომელის ესპანეთი - ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

0.121202