ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფიორენტინაში“ გააგრძელებს.
იტალიელი ფეხბურთელი უკვე ფლორენციაშია და დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. კუტრონე „იებში“ 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, რომლიც ფლორენციელებს 3 მილიონი ევროდ დაუჯდათ, ხოლო მისი გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
22 წლის ფორვარდი ინგლისში გასულ ზაფხულს „მილანიდან“ 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, მაგრამ „ვულვზის“ რიგებში თავი ვერაფრით გამოიჩინა - 24 თამაში და 3 გოლი.
იტალიაში კუტრონეს აქამდე მხოლოდ „მილანის“ მაისურით ჰქონდა ნათამაშები, ამიერიდან კი, გოლების გატანას „ფიორენტინასთვის“ ეცდება.