ფეხბურთი

22:15 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დესტმა "აიაქსის" შეკრება აშშ-სა და ირანის დაპირისპირების გამო დატოვა

აშშ-სა და ირანს შორის შექმნილი დაძაბული ურთიერთობის გამო, სერჯინო დესტმა ყატარში ამსტერდამის „აიაქსის“ შეკრება დატოვა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელი თავს მშვიდად ვერ გრძნობდა და ამსტერდამში დაბრუნდა.

„სერჯინო დესტმა გვთხოვა ყატარის შეკრებიდან გათავლისფულება. თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. „აიაქსს“ ესმის მისი გადაწყვეტილების და პატივს სცემს“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

19 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიაშია დაბადებული, მაგრამ ამერიკული ფესვები აქვს და ამავე ქვეყნის ნაკრებში სამი თამაში აქვს ჩატარებული.

0.114556