ფეხბურთი

19:27 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გამოცდილი ნიგერიელი "დინამო ბათუმში"

ნიგერიის ნაკრების ყოფილი მცველის გოდფრი ობოაბონას „დინამო ბათუმში“ გადასვლა გადაწყდა. აფრიკელი ფეხბურთელის ტრანსფერს აჭარული გუნდის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძეც ადასტურებს.

ობოაბონა „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ბოლოს კი, ხორვატიაში, „გორიცას“ ღირსებას იცავდა.

29 წლის ფეხბურთელს საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშია და 2013-2017 წლებში თურქული „რიზესფორის“ წევრი იყო. თურქეთის სუპერლიგაში მის აქტივში 96 თამაში და 4 გოლია. ასევე უთამაშია სამშობლოში „სუნშაინსა“ და საუდის არაბეთში, სადაც „ალ აჰლის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.

რაც მთავარია, საკმაოდ მდიდარი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ნიგერიის ნაკრებში 2012-2016 წლებში 44 თამაში ჩაატარა (1 გოლი). 2013 წელს ფიფას კონფედერაციათა თასზე და 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119403