ფეხბურთი

18:59 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "ბაიერნში" გადასვლა შემეძლო, მაგრამ მე უკვე ვიყავი უზარმაზარი გუნდის კაპიტანი"

შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა მთელი საფეხბურთ კარიერა „ლივერპულს“ მიუძღვნა და მხოლოდ ბოლოსკენ მიაშურა MLS-ს, სადაც ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ღირსება დაიცვა.

ბუნებრივია, ინგლისელ ფეხბურთელს მსურველები არ აკლდა, მაგრამ „ლივერპულის“ ერთგულება ამჯობინა. The Greatest Game-სთან ინტერვიუში სტივიმ გაიხსენა, რომ 2012 წელს მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევდა და თავადაც ფიქრობდა გერმანიაში გადაბარგებაზე.

„ბაიერნში“ შვაინშტაიგერის ერა სრულდებოდა. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე სატელოფონო ზარი, სერიოზული წინადადება ყო და ფიქრი დავიწყე. ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად კარგი და საინტერესო გამოცდილება იქნებოდა იქ გადასვლა. შემდეგ ყველაფერი გაჩერდა და ისევ დავფიქრდი: მოიცადე ერთი წუთი, მე „ლივერპულის“ კაპიტანი ვარ, რატომ უნდა შევიცვალო გუნდი? უკვე ვარ უზარმაზარ გუნდში, რატომ უნდა გავწყვიტო „ლივერპულთან“ ურთიერთობა“, - გაიხსენა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, სტივენ ჯერარდი „ლივერპულის“ ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა და 710 მატჩში 186 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09858