ფეხბურთი

17:18 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი "ექსტრემადურასთან" ახლოსაა

„სარაგოსას“ ქართველი ლეგიონერი გიორგი პაპუნაშვილი ახლოსაა „ექსტრემადურასთან“. გავლენიანი გამოცემა As-ი წერს, რომ პაპუნაშვილის ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს დღეებში დადასტურდეს.

გიორგისთვის ბრძოლაში აქამდე ფავორიტად „რასინგი“ მიიჩნეოდა, მაგრამ სანტანდერელებმა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პუნქტის გამო გარიგებაზე უარი თქვეს. ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა კიდევ ერთი მსურველი გუნდი - „ლუგო“.

პაპუნაშვილს ათენის „პანათინაიკოსიც“ იწვევს, მაგრამ „სარაგოსას“ ურჩევნია, რომ ჩვენებური სწორედ ესპანეთში გაათანხოვროს.

აქვე გეტყვით, რომ „ექსტრემადურა“ ლა ლიგა 2-ში 22 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-19 ადგილზე, თუმცა გადარჩენა შეუძლია, რადგან სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა. თავის მხრივ, კიდევ უფრო უარეს პოზიციებზე არიან განლაგებულნი „ლუგო“ (მეოცე ადგილი) და „რასინგი“ (21-ე ადგილი).

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი „სარაგოსაში“ 2017 წლიდან მოყოლებული თამაშობს და არაგონულ გუნდში ჩატარებულ 57 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

0.115748