ფეხბურთი

14:07 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ლაიფციგის" ფეხბურთელი დაიმატა

„ლაიფციგის“ ნახევარმცველი დიეგო დემე იტალიურმა „ნაპოლიმ“ დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა „ნეაპოლელებს“ ბონუსის სახით კიდევ 3 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.

28 წლის გერმანელი იტალიაში უახლოეს დღეებში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რის წარმატებით ჩავლის შემდეგ კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდება.

აქვე გეტყვით, რომ დიეგო დემე „ლაიფციგში“ 2014 წლიდან თამაშობს, მიმდინარე წელს კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით 24 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ზენიტს“ შეუგდო.

0.114272