კალათბურთი

10:55 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ტრადიციული დრო და 2 ქულა "მაიამისთან"

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი ცაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინ „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 14 ქულიანი სხვაობით 108:122 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრადიციულად მცირე დრო მიეცა ქართველ ცენტრს. გოგამ მოედანზე 2:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ინდიანას რიგებში კი საუკეთესო შედეგი დომანტას საბონისს ჰქონდა. 23 წლის ფორვარდმა 27 ქულა, 14 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა.

„ინდიანა პეისერს 23 მოგების საპირისპიროდ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენებურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 იანვარს „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.10163