ფეხბურთი

2:05 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზი ჯიდაში: "ბარსელონა" საუდის არაბეთში დაიკარგა

კატალონიის „ბარსელონა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დაიკარგა. „ბლაუგრანას“ კურიოზული შემთხვევა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის მატჩისწინა დღეს გადახდა.

საქმე ისაა, რომ „ბარსელონას“ ავტობუსის მძღოლს ჯიდას ქუჩები აერია და გუნდი „ალ იტიჰადის“ სტადიონზე, პრინც აბდულა ალ ფაისალის არენაზე უნდა მიეყვანა, სადაც ესპანური გუნდის მატჩამდელი პრესკონფერენცია და ვარჯიში იყო დაგეგმილი. სინამდვილეში კი ავტობუსი მეფე აბდულას სტადიონზე მივიდა.

შედეგად, „ბარსამ“ პრესკონფერენციაზე დააგვიანა. ერნესტო ვალვერდე და სერხიო ბუსკეტსი მედიის წინაშე ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მათ კითხვებს ვარჯიშის შემდეგ უპასუხეს.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 9 იანვარს გაიმართება და გამარჯვებული ფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება.

0.115514