გიორგი კუცია „დინამო თბილისში“ დაბრუნდა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი გორის „დილაში“ იჯარით გაატარა, რომელსაც ვადა გაუვიდა და მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
კუცია „დინამოს“ აღზრდილია და 2016-2018 წლებში 42 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება „დილაში“ გატარებულ პერიოდს, 20 წლის ფეხბურთელმა 31 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.