ფეხბურთი

18:50 | 8.01.2020 | ნანახია 972 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე უნგრული გრანდების რადარზე

„მეზოკოვესდის“ ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე უნგრული ფეხბურთის გრანდებს დაუკავშირეს. Csakfoci-ს ინფორმაციით, 25 წლის ჩვენებური ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ფერენცვაროშისა“ და „მოლ ფეჰერვარის“ ყურადღების ცენტრში იქნება.

ჯერჯერობით დეტალური ცნობები არ ვრცელდება, მაგრამ უნგრეთში სატრანსფერი ფანჯჯარა 15 იანვრიდან 14 თებერვლამდე იქნება გახსნილი და ამ პერიოდში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

ზივზივაძემ უნგრეთში პირველი წრე ჩინებულად ჩაატარა და 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი სწორედ „ფერენცვაროშთან“, რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს და უკრაინელი სერგეი რებროვი ავარჯიშებს.

ცნობისთვის, „ფერენცვაროშმა“ მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა და ახლა უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო „ფეჰერვარი“ მეორე პოზიციაზეა. რაც შეეხება „მეზოკოვესდს“, ბუდუს ლიდერობით მესამე პოზიციას ამაგრებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 08.01.2020
alfadhirhaiti (7530)

ამაზეც იგივე აზრზე ვარ, ნაკრებში ვინც თავდამსხმელია ყველას სჯობია.. თუ უკეთესი ვარიანტი იქნება უნგრეთის იქით, უნდა წავიდეს.

18:54 | 08.01.2020
alfadhirhaiti (7530)

უნგრული გრანდები.

09:24 | 09.01.2020
xarcho (185)

გიგანტები ))

18:23 | 09.01.2020
welder (1068)

0.14358