ფეხბურთი

14:17 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გია ცეცაძე "საბურთალოს" მწვრთნელია

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა თბილისის „საბურთალომ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებმა თანამშრომლობის 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

გამოცდილმა სპეციალისტმა გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა, რომელმაც გუნდი დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.

ცეცაძე ბოლოს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო საკლუბო დონეზე „დილაში“, „ლოკომოტივსა“ და „სამტრედიაში“ უმუშავია. ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ იმერულ გუნდთან ერთად მიაღწია, რომელსაც ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

რაც შეეხება "საბურთალოს", გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს თასი მოიგო. დამდეგ ზაფხულს კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

0.116345