თამაშგარე

11:18 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თავისნათქვამა ორა რუისი

ესპანელი შემტევის ხოსე როდრიგესის გულისსწორი, მოდელი ორა რუისი მეტად თავისნათქვამა ვინმე რომაა, ამაზე პირინეული მედია კარგა ხანია წერს. თუმცა ამ ქალის კაპარჩხანობა და ამბიციურობა განსაკუთრებით მას შემდეგ დადასტურდა, რაც არად ჩააგდო ფეხბურთელის თხოვნა და კინომატოგრაფისკენ ერთობ თამამი ნაბიჯები გადადგა.

ალბათ თავადაც ხვდებით თუ როგორ “კინომატოგრაფზეა“ საუბარი და იმასაც იგუმანებდით, თუ რატომ არ ენდომებოდა ხოსე როდრიგესს მისი საყვარელი ქალი ამგვარი ფილმის კადრებში ენახა. თუმცა, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და სექსმოყვარე საზოგადოება სულ მალე იხილავს ეროტიკული ჟანრის ფილმს ორა რუისის მონაწილეობით.

ობიექტურობისთვის მაინც უნდა ვთქვათ ის, რომ ორა რუისი ამ გადაწყვეტილებამდე სრულიად შეგნებულად მივიდა და მას ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მუდამ ოცნებობდა ნიფხავ-პერანგი ფოტოობიექტივის გარდა, ვიდეოკამერის წინაც შემოეძარცვა. ჰოდა, უცნაური ოცნებების ასრულებაც ასეთი უნდა!

0.152708