ლონდონის „ტოტენჰემს“ რთული პერიოდი დაუდგა. ბოლო სამი თამაში არ მოუგია და ნელ-ნელა ლაზარეთიც ევსება. ჰარი კეინის შემდეგ „დეზებს“ მუსა სისოკო გამოაკლდათ.
როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და უქმობა 3 თვის განმავლობაშ მოუწევს.
მიმდინარე სეზონში სისოკომ ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.