მილანის „ინტერი“ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და ამაში რომელუ ლუკაკუს დიდი წვლილია. ბელგიელი „ნერაძურის“ ლიდერად იქცა და რეკორდიც დაამყარა.
სერია A-ში 18 ტურის შემდეგ რომელუმ 14 გოლის გატანა მოახერხა, რაც Opta-ს ცნობით, „ინტერის“ ისტორიაში სარეკორდი მაჩვენებელია.
საწყისი 18 ტურის შემდეგ აქამდე ყველაზე მეტი, 13 გოლი კრისტიან ვიერის 2000 წელს ჰქონდა გატანილი. „ნაპოლისთან“ შესრულებული დუბლით კი ბელგიელმა მისი მიღწევა გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა კარში მეორე გოლის დროს, ლუკაკუს მიერ დარტყმული ბურთის სიჩქარემ საათში 111 კმ დააფიქსირა.