ფეხბურთი

18:01 | 7.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" გორგიაშვილი დაიმატა

გორის „დილამ“ გამოცდილი ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი დაიმატა. როგორც შიდა ქართლელთა ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გორგიაშვილი ბოლო ორი სეზონი თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

31 წლის ფეხბურთელს მანამდე „ზესტაფონის“, „დინამოს“, „სამტრედიას“, „ცხინვალისა“ და საჩხერის „ჩიხურას“ ღირსება დაუცავს. აქვე გეტყვით, რომ "დილამ" გუშინ დავით ხურცილავას ტრანსფერიც დაადასტურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120537