„დინამო თბილისის“ ლეგენდების გუნდი 11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ხსენებულ შეჯიბრებაში 8 გუნდი მონაწილეობას, რომელთაგანაც შვიდი გერმანულია, ხოლო ერთადერთი არაგერმანული გუნდი სწორედ „დინამო თბილისი“ იქნება.
„დინამო“ აღნიშნული ტურნირში შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.
„დინამო“ A ჯგუფში მოხვდა, სადაც „შალკესთან“, „ლევერკუზენთან“ და „დორტმუნდთან“ ერთად ითამაშებს.
თბილისელები ბერლინში 9 იანვარს შეიკრიბებიან, მატჩების განრიგს რაც შეეხება:
11 იანვარი, 20:45 საათი: „დინამო“ – „ლევერკუზენი“
11 იანვარი: 21:42 საათი: „დინამო“ – „დორტმუნდი“
12 იანვარი, 17:31 საათი: „დინამო“ – „შალკე“
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს გაიმართება.