ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 2020 წელი კარგად დაიწყო და წლის პირველი შეხვედრა ადვილად მოიგო სტუმრად „პაფოსთან“ 3:0.
გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, დაუშვილი მე-60, ხოლო კაჭარავა 74-ე წუთზე შეცვალა თემურ ქეცბაიამ. თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
გატანილ გოლებში ჩვენებურებს მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ქეცბაიას გუნდმა ამის გარეშეც ადვილი გამარჯვება იზეიმა.
„ანორთოსისს“ 14 თამაშში 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. უახლოეს მდევარ „ომონიას“ ორი ქულით სჯაბნის და თანაც, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.