ფეხბურთი

23:46 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

32 წლის შემდეგ პირველად: უჩვეულო "რეალი"

მადრიდის „რეალი“ არასდროს გამოირჩეოდა დაცვაში განსაკუთრებული და ყურადღებიანი თამაშით და „სამეფო კლუბის“ კარში გოლების გატანაც ბევრისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.

თუმცა, მიმდინარე სეზონი ზინედინ ზიდანისთვის გუნდისთვის განსხვავებულია. ლა ლიგაში 19 ტური მიილია და „რეალმა“ მხოლოდ 12 გოლი გაუშვა.

As-ის ცნობით, ბოლოს „ბლანკოსს“ დაცვაში მსგავსი კარგი შედეგი 32 წლის წინ, 1987-1988 წლების სეზონში ჰქონდა. ცნობისთვის, შარშან ამავე ეტაპზე მადრიდელებს ორჯერ მეტი, 24 გოლი ჰქონდათ მიღებული.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგაში „რეალთან“ ერთად 12 გოლი მეორე მადრიდულ გუნდს, „ატლეტიკოს“ აქვს გაშვებული, მათ კი კვალში „ბილბაო“ უდგათ 13 მიღებული ბურთით.

0.114245