ფეხბურთი

18:29 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტი: "დღეს 25 წლის რომ ვიყო, "რომაში" არ ვითამაშებდი"

ვეტერანმა იტალიელმა ფრანჩესკო ტოტიმ თქვა, რომ ამჟამად „რომაში“ არ ითამაშებდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის თქმით, 25 წლის რომ იყოს, „ჯალოროსის“ ფეხბურთელი არ იქნებოდა.

„დღეს 25 წლის რომ ვიყო, „რომაში“ არ ვითამაშებდი, გაცილებით ადრე გამყიდდნენ“, - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა, სადაც 1993-2019 წლებში ითამაშა და კლუბის ცოცხალი ლეგენდა გახდა.

0.118775