ჩოგბურთი

15:25 | 6.01.2020 | ნანახია 1052 - ჯერ

როგორ აღნიშნა იაპონიასთან წყვილებში გამარჯვება ზურა ტყემალაძემ (+VIDEO)

ავსტრალიაში ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმა ბენ მაკლაჩლანისა და ტოშიჰიდე მაცუის ორ სეტში აჯობეს. აღნიშნული გამარჯვება კი ტყემალაძემ Beatbox-ით აღნიშნა.

შეხვედრა საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა და საქართველოს ნაკრებმა მოიგო. თუმცა წყვილებში გამარჯვების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგელები იაპონიასთან დაპირისპირებაში მაინც დამარცხდნენ - 1:2.

აქვე გეტყვით, რომ ერთეულთა თანრიგში ალექსანდრე მეტრეველმა გო სოედასთან წააგო, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი იოშიჰიტო ნიშიოკასთან ორ სეტში 2:6, 3:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში ბოლო შეხვედრას ურუგვაისთან, 8 იანვარს გამართავენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:14 | 06.01.2020
KoRBeN DaLLaS (24848)

ა ტალანტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138281
სარეკლამო ადგილი - 99
X x X