ფეხბურთი

16:58 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალია ყაზახეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. "დინამო თბილისთან" 30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი დაუსრულდა და პავლოდარის "ირტიშში" ჩაირიცხა.

კუტალიამ "დინამოში" ერთი წელი ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა. ეროვნულ ლიგაში კი, 20 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო თავდამსხმელადაც დასახელდა.

რაც შეეხება "ირტიშს", ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130488