ფეხბურთი

19:33 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი ბელგიაში საუკეთესოდ აღიარეს

ედენ აზარი ბელგიის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მადრიდის „რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა აღნიშნული პოსტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განათავსა და თან პატარა კომენტარიც დაურთო.

„მადლობა ყველას. 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში გასულ წელს აზარმა 8 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულეს.

თეგებიედენ აზარი
0.114006