თამაშგარე

12:39 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპინელი კარატისტის “ფეშენობანი“

ალბათ არც ერთ სპორტსმენ ასულს არ მიუღწევია იმდენისთვის, რამდენსაც შარშანწინ ფილიპინელმა გოგონამ, კატრიონა გრეიმ მიაღწია. კატრიონა მოქმედი კარატისტია და აქედან გამომდინარე ბევრისდა გასაოცრად 2018 წელს სწორედ მან დაიდგა “მის სამყაროს“ წოდების აღმნიშვნელი გვირგვინი.

კატრიონა გრეი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე დღესაც გამოდის და მიუხედავად იმისა, რომ “ფეშენ“ საზოგადოებაში ბევრი ურჩევს სპორტს სამუდამოდ შეეშვას, ეს ფილიპინელი ასული სულ სხვა ხასიათის ვინმეა, რომელსაც სპორტის საყვარელი სახეობისათვის თავის დანებება ცოცხალი თავით არ სურს.

ამ რამდენიმე დღის წინ კი კატრიონა გრეიმ განაცხადა, რომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, არასოდეს გათხოვდეს და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო არასოდეს დაუთმოს მეორე ნახევარს. ცოლ-ქმრობა მისთვის თურმე პირობითობაა და ასეთი ურთიერობები ცხოვრებას საინტერესოს სულაც არ ხდის.

0.15363