ფეხბურთი

23:47 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს

„მილანში“ და ევროპაში დაბრუნების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებსაც დაუბრუნდეს. ამის შესახებ სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ისაუბრა.

შედების თავკაცი მზადაა იბრაჰიმოვიჩი ევრო 2020-ისთვის ნაკრებში გამოიძახოს, თუ თვაად ფეხბურთელი მოისურვებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ფეხბურთელი ნაკრების დატოვებას გადაწყვეტს, ამას პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ, თუ იდეას შეიცვლის, შემიძლია დავურეკო, ეს ეხება ზლატანსაც. მისი სიტყვებით იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვიყავი, თუმცა, ახლა ყველაფერმა გამიარა და თუ ზლატანს უნდა, სიამოვნებით დავუკავშირდები“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრები 2016 წელს დატოვა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისური არ მოურგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119341